top of page

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის დროით 6:30 საათზე, ქვეყანა განგაშის სიგნალმა გამოაღვიძა. პერიოდულად, ისრაელში მცხოვრებთათვის დილა ასე იწყება. კონფლიქტი, რომელიც 17 წელზე დიდი ხანია გრძელდება, ადამიანებს ორივე მხარეს მუდმივი საფრთხის განცდით, დაძაბულობაში ცხოვრებას აიძულებს. მოულოდნელი თავდასხმები, საპასუხო შეტევა, ნგრევა, საცავებში ევაკუაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, მოლაპარაკების წარმოების მცდელობა, დროებითი ზავი და ცეცხლის შეწყვეტა და ისევ, ხელახლა დაწყებული შეტევები. ასეთია ახლო აღმოსავლური კონფლიქტის უწყვეტი ჯაჭვი. 

თუმცა, 7 ოქტომბერს, ებრაელებზე, ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თავდასხმა, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ერთდროულად განახორციელა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შეტევა. 

თავდასხმას 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240 კი ტყვედ იქნა აყვანილი. შეტევისას ერთდროულად 2 200 საჰაერო რაკეტა გაუშვეს (უპრეცენდენტო რაოდენობა) ისრაელის ქალაქების მიმართულებით. განსაკუთრებით წარმოუდგენელი იყო სახმელეთო თავდასხმა. საზღვარი დაახლოებით 1500-მა სამხედრომ გადაკვეთა. შეიჭრნენ მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, თავს დაესხნენ საზღვრისპირა კიბუცებს. 8 ოქტომბერს, პირველად 1973 წლის შემდეგ, ისრაელის სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა ომი. 

 

ღაზას კრიზისს, დღემდე არაერთი ისრაელელისა და პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ღაზაზე ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად, გაეროს ცნობით 5000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 60% ქალები და ბავშვები არიან. გაზას სექტორში სხვადასხვა ცნობით, 1.7 მლნ იძულებით გადაადგილებულია. თანამედროვეობის, ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივი კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლამ, სენსაციურმა გაშუქებამ მედიაში, გააძლიერა საკითხზე მწვავე დისკუსია მთელ მსოფლიოში. სოციალურ ქსელებში, სიძულვილის ენის შემცველი მასალა ვირუსულად ვრცელდება. შემაშფოთებელია, ისლამოფობიისა და ანტისემიტიზმის მზარდი ტენდენციები, რომელიც კიბერ სივრცეს ცდება და ადამიანების ყოველდღიურობაში ინაცვლებს.

სიძულვილის ენისა და ისლამოფობიური შინაარსის შემცველი პოსტები, ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებას ახლავს თან. ხშირად, მანიპულირებენ მცდარ აზრით, რომ პალესტინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა, ტერორიზმის მხარდაჭერაა. ამიტომ, ხშირია პალესტინელთა მხარდამჭერი ჯგუფების დისკრედიტაციის მცდელობა. უცხოელმა ფაქტჩეკერებმა არაერთი

დეზინფორმაცია და მანიპულაციური შინაარსის ინფორმაცია

გამოავლინეს. მაგალითად, ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში,

პენსილვანიის უნივერსიტეტსა და UCLA-ში სტუდენტებს ებრაელთა

გენოციდისკენ მოწოდებაში დასდეს ბრალი

17 ოქტომბერს ინსტაგრამზე ვირუსულად გავრცელდა ამ დროისთვის

წაშლილი ვიდეო რომელშიც ასახული იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პრო პალესტინელი სტუდენტების შეკრება. ვიდეოს თან წარწერა ახლდა

- “ჩვენ გვინდა ებრაული გენოციდი” - თითქოს სტუდენტები ამ სიტყვებს

ყვიროდნენ. 

ucla_edited.jpg

ასეთივე, მანიპულაციური ვიდეო გავრცელდა UCLA - ს შემთხვევაშიც, სადაც სტუდენტები თითქოსდა შემდეგ სიტყვებს სკანდირებდნენ: “ისრაელ, ისრაელ ვერ დაიმალები, ჩვენ გვსურს ებრაული გენოციდი” (We want jewish genocide). ვიდეო მანიპულაციის შესახებ უნივერსიტეტის ებრაელი სტუდენტების გაერთიანების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრო პალესტინელი სტუდენტები სინამდვილეში, “ჩვენ გადნაშაულებთ გენოციდში” - (We charge you with genocide) მოწოდებით გამოვიდნენ. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა  ვიდეო, რომლითაც ამტკიცებენ რომ ნიუ იორკის ქუჩები პრო პალესტინელმა პროტესტანტება გადაკეტეს მანქანებით და გზაზე საფრთხე შექმნეს. გადამოწმების შედეგად, ვიდეოში პალესტინის დროშად გასაღებული დროშა, პუერტო რიკოსი აღმოჩნდა.

ანტისემიტური სიძულვილის ენის გავრცელებას, წინ დეზინფორმაცია უძღვის. ომის დაწყებისთანავე ისრაელის წინააღმდეგ მიმართული არაერთი ყალბი ცნობა ვრცელდება.  ეს კამპანია, მიზნად ისახავს ისრაელის შეტევა ღაზაზე მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართულ განადგურებად წარმოაჩინოს. 

ისრაელის მიერ ალ შიფას საავადმყოფოზე იერიშის მიტანის შესახებ, არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის, ვიდეო, რომელიც თითქოს საავადმყოფოს სახურავზე ისრაელის დროშის აღმართვის კადრებს ასახავს. ლე მონდის ჟურნალისტის გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ დროშა ისრაელელმა ჯარისკაცებმა ერთ-ერთი სკოლის თავზე აღმართეს.

სტიუ პიტერსი, რომელიც ხშირად ავრცელებს კონსპირაციის თეორიებს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებს, რომ 7 ოქტომბერს, ფესტივალზე მყოფ ადამიანებს თავს ისრაელის სამხედრო ვერტმფრენიდან ესროდნენ. ეს კონსპირაციული თეორია სოციალურ ქსელებში ფართოდ გაზიარდა. 

ომის დაწყების დღიდან, სოციალურ ქსელებში შემაშფოთებლად გაიზარდა სიძულვილის ენის შემცველი პოსტების რაოდენობა. ისლამოფობიური პოსტების რაოდენობამ 7 ოქტომბერსვე, 422%-ით მოიმატა. ანტისემიტური პოსტებისამ, 919%-ით, ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში. მეტა მეტ-ნაკლებად ახერხებს სიძულვილის ენის გავრცელება შეზღუდოს. ტიკ ტოკსა და იქსზე კი, 7 ოქტომბრიდან შეხვდებით ჰეშთეგებს: სიკვდილი მუსლიმებს, სიკვდილი ებრაელებს, ჰიტლერი მართალი იყო და ა.შ. ტიკ ტოკზე ტრენდულად გავრცელდა კოდი “ავსრტიელი მხატვარი” (იგულისხმება ადოლფ ჰიტლერი). 

სიძულვილის ენა მთელ მსოფლიოში, რეალურ საფრთხეს უქმნის მუსლიმებსა და ებრაელებს. ძალადობა ქუჩებში ინაცვლებს. სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ დრამატულად იმატა აშშ-ში, ევროპაში და ა.შ. ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისლამოფობიურმა ინციდენტებმა 182%-ით მოიმატა. ებრაული ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგის ცნობით (ADL), ანტისემიტურმა ინციდენტებმა 400%-ით იმატა

ანტისემიტური თავდასხმები გახშირდა აშშ-ს უნივერსიტეტებში. ვისკონსენის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე, ნეო-ნაცისტური მარშიც კი ჩატარდა, რომელშიც 20 ადამიანი მონაწილეობდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, მარში მკაცრად დაგმო, თუმცა ებრაელი სტუდენტები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

ანტისემიტიზმი გაძლიერებულია ევროპაშიც. ძალადობის გამო, ამ დრომდე დააკავეს 20 პირი საფრანგეთში. გერმანიის პოლიციამ გამოიძია  ბერლინში, სინაგოგაზე თავდასხმის გეგმა. 

12 ოქტომბერს, აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, პროპალესტინურ მიტინგს შეიარეღებული პირი დაესხა თავს. რამდენიმე ისლამოფობიური თავდასხმა მოხდა ნიუ იორკში.  განსაკუთრებით სასტიკი თავდასხმა მოხდა ჩიკაგოში, რომელმაც 6 წლის პალესტინელი ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

 7 ოქტომბრის შემდგომმა მოვლენება მკაფიოდ დაგვანახა, რომ სიძულვილი ინტერნეტიდან რეალურ ცხოვრებაში ინაცვლებს და მიზანში ნამდვილი ადამიანები ექცევიან. სიძულვილის ეს კამპანია შემაშფოთებლად ჰგავს მეოცე საუკუნის დასაწყისს, როცა ანტისემიტიზმი ევროპაში, მასობრივ ძალადობაში გადაიზარდა. 

ანტისემიტური პოსტერები მეოცე საუკუნის დასაწყისში ებრაელებს ხშირად გამოხატავდნენ ვირთხების ფორმით.

2023 წელი. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ანტისემიტური პოსტების ვირთხების გამოსახულებით.

ძალადობასთან ბრძოლის ერთადერთი გზა, დეზინიფორმაციასთან ბრძოლა და სიძულვილის ენისადმი შეურიგებელი დამოკიდებულებაა. არავის აქვს ილუზია, რომ ისრაელი - ღაზას კონფლიქტი მალე ან მარტივად გადაიჭრება. ამის მიუხედავად, აუცილებელია, ადამიანები მთელ მსოფლიოში გაემიჯნონ იმ ბოროტებას, რომელსაც ისლამოფობია და ანტისემიტიზმი ჰქვია.

bottom of page